მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. „შეწყვიტეთ დიქტატორობა და ჩვენი უფლებების შეზღუდვა“, – აცხადებდნენ დემონსტრანტები.

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 199-მა სენატორმა დაუჭირა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარული საშვის“ წარდგენა ან ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

„სანიტარულ საშვებს“ კი ის პირები მიიღებენ, ვინც ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. ახალი რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. „შეწყვიტეთ დიქტატორობა და ჩვენი უფლებების შეზღუდვა“, – აცხადებდნენ დემონსტრანტები. alia.ge.