„საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ამასთან დაკავშირებით, რომ თავშეყრის ადგილზე: სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ დაშვებული იქნეს ან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები“, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების ასეთი მატება უკავშირდება როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისევე, ინფიცირების ვირუსის ცირკულაციის გავრცელებას.
„ჩვენი რეკომენდაციაა რომელზედაც მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომ თუ მიიღეს გადაწყვეტილება მიეცეს მას შესაბამისი ლეგალური ფორმა, რათა ყოველგვარ თავშეყრის ადგილზე: სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ დაშვებული იქნეს ან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.
ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს საბჭო არ განიხილავს, უნდა აღსრულდეს მოცემული რეკომენდაციების მკაცრი აღსრულება.
რაც შეეხება საწოლფონდის რაოდენობას, დღეს საავადმყოფოში არის დაახლოებით 5000-ზე ცოტა მეტი ადამიანი და ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ამ დაწოლას.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძე.