სკოლებს იმ შემთხვევაში გახსნიან თუ მასწავლებლები აიცრებიან…

მართალია, სასწავლო წლის დასაწყისზე საუბარი ახლა ცოტა ნაადრევია, თუმცა ჯანდაცვის მესვეურნი უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად, ყველა პედაგოგი სასურველია იყოს ორჯერადად აცრილი, რათა ბავშვებს არ გადასდოს ვირუსი ან პირიქით – მათგან არ დაინფიცირდნენ. ახლა იმაზე საუბარს არ ვაპირებთ, რა განწყობაა მასწავლებლებში ვაქცინის მიმართ, ერთი კი ფაქტია – ზოგადი განათლების შესახებ კანონში მკაფიოდაა გაწერილი რამდენიმე პუნქტი, რომელიც შესაძლოა სასწავლო პროცესის გადადების საფუძველი გახდეს.

პირველი გახლავთ ის, თუ 15 სექტემბერი შაბათ-კვირას ან დასვენების დღეს ემთხვევა; მეორე პირობა საგანგებო სიტუაციის არსებობა და მესამე – თავად სკოლის რეაბილიტაცია. რაც შეეხება კერო სკოლებს, სწავლის დაწყების საკითხი მათთან ინდივიდუალურად წყდება დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს ყველაფერი კი კანონში ასეა გაწერილი:

„მუხლი 7​1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება

1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული თარიღი:

ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე“.

etaloni.ge