მარტვილელი, ნიჭიერი ქალბატონი: ეკა მელიავა ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს ულამაზესს დაბა ანაკლიაში, პროექტის მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, ხოლო მასპინძელია ანაკლია ფეშენ ვიკი. დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ელეგანტი 2021“ ჯილდოვდება: მარტვილელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, ექიმი-სტომატოლოგი: ეკა მელიავა, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი ეკა, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, არაჩვეულებრივი შვილები: მზრუნველი მეუღლე, რომელიც მხარს უჭერს თავის მეორე ნახევარს და ეხმარება წარმატების მიღწევაში. დიდი ოჯახის მიუხედავად, იგი მაინც ახერხებს იყოს ელეგანტური ბიზნეს ლედი და მზრუნველი მეოჯახე ქალბატონი..

ეკა გახლავთ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სააკორდინაციო საბჭოს წევრი და ასევე ეკა მელიავას სტომატოლოგიური კაბინეტის მფლობელი.

გთავაზობთ ელეგანტური ექიმ-სტომატოლოგის ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს:

ეკა მელიავა: “მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს პროექტს, რომ იმის შესაძლებობა მომცა გავმხდარიყავი თქვენი პროექტის დაჯილდოვების ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი და ბიზნეს პერსონას 2021-ის გამარჯვებული.

2009 წლიდან ვეწევი სამედიცინო საქმიანობას სტომატოლოგიის მიმართულებით, კერძოდ თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში და გამაჩნია შესაბამისი ლიცენზიები. დიდი სიყვარულით ვასრულებ ჩემს საქმიანობას და ამავდროულად მყავს კმაყოფილი და ერთგული პაციენტები. მყავს მეუღლე პროფესიით იურისტი, რომელიც მიდგას გვერდში და მის მხარდაწერას მუდამ ვგრძნობ ჩემს საქმიანობაში. გვყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც გვიფერადებენ ცხოვრებას.

ჩემი რჩევა მათთვის, ვისაც უნდათ, რომ წარმატებას მიაღწიონ და ჰქონდეთ საკუთარი საქმე. აუცილებლად, ოჯახთან ერთად, დრო დაუთმონ თავიანთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას და სიყვარულით აკეთონ ყველა ის საქმე, რომელსაც მიზნად დაისახავენ და რომელიც აუცილებლად მიიყვანს წარმატებამდე!”

სულ მალე შემოგთავაზებთ ეკა მელიავასთან ვიდეო ინტერვიუს.

კომენტარები ფეისბუქიდან