ოზურგეთელი ნიჭიერი ქალბატონი: ნინო ჭანიშვილი ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2021“ ჯილდოვდება: ოზურგეთელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, ნინოს ავტო-სკოლის დამფუძნებელი: ნინო ჭანიშვილი, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შრომისმოყვარეობით, ბრძოლისუნარიანობითა და შემართებით, პოზიტიური ხასიათით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს.

ქალბატონი ნინო, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი, მზრუნველი მეუღლე, რომელიც მხარს უჭერს თავის მეორე ნახევარს და ეხმარება წარმატების მიღწევაში. სწორედ ამიტომ ქალბატონ ნინოს უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, უნდა საქართველოს მასშტაბით ავტო სკოლის ფილიალების გახსნა, ახლო მომავალში კი ოზურგეთის შემდეგ ჩოხატაურშიც აპირებს ავტო-სკოლის ჩამოყალიბებას და რაც მთავარია ყველა ევროპული სტანდარტების დაცვით. ნინოს ავტო სკოლას ივლისში ამერიკის ელჩი კელი დეგრანიც ეწვია სტუმრად და აღფრთოვანებული დარჩა სკოლის დონით და სწავლების მაღალი ხარისხით.

გთავაზობთ ამ პოზიტიური და ენერგიული ქალბატონის ვიდეო-ინტერვიუს ჩანაწერს: