გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ელეგანტური და წარმატებული ქალბატონი: თეონა ძაძამია  – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და მოკლე ინტერვიუ ჩაწერა

გაეცანით თეონა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-გახლავართ თეონა ძაძამია, ერთ-ერთი სასტუმროს: „Vece Palace“ დირექტორი, რაც შეეხება პროფესიას, ვარ იურისტი.

-ქალბატონო თეონა, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-მომეწონა და დამაინტერესა თქვენმა პროექტმა, რადგან ვთვლი, რომ დროა საქართველოში დაფასდეს წარმატებული ქალების შრომა, მათ შორის ვგულისხმობ საკუთარ თავსაც. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს საქმიანობას და მომიტანს წარმატებას.

-როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?.. 

-ჩემი აზრით ალბათ მამაკაცებსგარკვეულ სფეროებში წარმატების მიღწევის უფრო დიდი უპირატესობა აქვთ. მაგალითად პოლიტიკაში, ხელისუფლებაშიც ძირითადად მამაკაცები ლიდერობენ. თუმცა არის რაღაც სფეროები, სადაც ქალბატონებიც ტოლს არ ვუდებთ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.

-თეონა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..

-უდიდეს წარმატებებს და წინსვლას. იმედი მაქვს ღირსეულ მასპინძლობას გაგვიწევენ.

-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-ჩემი რჩევაა იყვნენ მიზანდასახულები და საქმეში უკომპრომისოები და რაც მთავარია უნდა უყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ თეონა ძაძამია გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის ყველაზე მკაცრი და უკომპრომისო მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ თეონას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი თეონა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.