მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? 

მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი? – ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა. 

გუშინ ის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც, როგორც კადრებში ჩანდა, კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, პრემიერი ღარიბაშვილი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდას და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებას ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მიერ გამართულ აქციებს აბრალებს.