კოვიდფაშიზმი გრძელდება: ქორწილი, ქელეხი, იუბილე ისევ აიკრძალა! – სარიტუალო დარბაზები 10 000 ლარით დაჯარიმდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას ახალი შეზღუდვები გააცნო.

„აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი, ობიექტი დაილუქება,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.