ალბათ, მოგვიწევს კიდევ შეზღუდვების გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ნამდვილად საკმაოდ მძიმეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებაზე.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი