აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს”.

1​5 სექტემბრიდან სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირებს სახელმწიფო კოვიდ ტესტირებას იმ შემთხვევაში დაუფინანსებს, თუ ისინი ორჯერადად აცრილები იქნებიან. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ესენციურ ჯგუფებს ეხება, რომელთა შორის მასწავლებლებიც არიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამ სიახლეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის დედა ეხმაურება. მისი თქმით, ის საკუთარ შვილს აცრილ მასწავლებელთან კლასში არ შეუშვებს.

„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა ჭირს აცრილ პედაგოგს. ა რ ვ ე ნ დ ო ბ ი ვაქცინას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ართმევთ ჩემ შვილს მის ფუნდამენტურ უფლებას, განათლების უფლებას გარანტირებულს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების კოდექსით და ა.შ. “, – წერს მარიკა კუბლაშვილი.