გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და წარმატებული რუსთაველი ქალბატონი: ლიკა ღუღუნიშვილი / ქალი ცეკვის პანტერა („ცეკვავენ ვარსკვლავები“)– ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რესტორან „ლაზიკაში“და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

გაეცანით ლიკა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-გახლავართ ლიკა ღუღუნიშვილი სპორტული სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე, ჩემს სფეროში ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ ცნობილი და წარმატებული, რადგან ჩემს სფეროში მიცნობს ყველა, თუმცა მხოლოდ მოცეკვავე არ ვარ, რადგან მაქვს საკუთარი ცეკვის სტუდია რუსთავში და ძალიან კარგ მოცეკვავეებს ვზრდი. ქალაქ რუსთავში ვამკვიდრებ ჩემ სახელს და ძალიან მინდა, რო ჩემმა მოსწავლეებმა დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

–ლიკა, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-როდესაც შევიტყვე თქვენი პროექტის შესახებ ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, რადგან მივესალმები ამდაგვარ პროექტებს, მიმაჩნია, რომ ყველა ქალისთვის ეს პროექტი იქნება თავდაჯერებულობის და თვითრეალიზების მომტანი. საქმიანი ქალბატონები აუცილებლად უნდა გაეცნონ საზოგადოებას, უნდა გარისკონ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგომა და ამით მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ საქიანობას. პირადად მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მომეცა თქვენს პროექტში მონაწილეობის შანსი, როგორც საქმიან და წარმატებულ ცნობად სახეს, რომ კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო ჩემი საყვარელი საქმე, თავს ვთვლი უბედნიერეს ქალად, რომ მაქვს ისეთი სამსახური და საქმე, რისი კეთებაც მომწონს და მიხარია.

-როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?.. 

-ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ქალია, თუ კაცი, მთავარია ჰქონდეთ საკუთარი მე და სურდეთ წარმატების მიღწევა. მიმაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ ორივე სქესს თანაბრად შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

-ლიკა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..

-ძალიან მიყვარს ეს რესტორანი, მრავალჯერ მითანამშრომლია მის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც უაღრესად დადებითი ხალხია, ძალიან ვაფასებ მათ და თან იმასაც გეტყვით, რომ ლაზიკაში ყოველთვის განსხვავებული საღამოები და ღონისძიებები იმართება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კიდევ სწორედ ლაზიკას ფაქტორია, რომ დავთანხმდი თქვენს პროექტში მოაწილეობაზე, რადგან აქ კეთდება ეს გრანდიოზული საღამო. ამიტომ მე ყველას ვურჩევ ამ რესტორანს, რომელიც რუსთავში საუკეთესოა. 

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-პირველ რიგში უნდა გაერკვნენ, თუ რისი კეთება უნდათ. ძალიან ხშირად, როდესაც არ გამოსდით საქმე, მე ვფიქრობ, რომ ის საქმე არასწორად აქვთ არჩეული, ამიტომ წარმატების მისაღწევად მათ უნდა თავიდანვე იცოდნენ რა უნდათ და ამის შემდეგ უკვე რწმენით უნდა აკეთონ საყვარელი საქმე და აუცილებლად გაუმართლებთ. კიდევ იმას ვურჩევ, რომ მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც უნდა შეარჩიონ, თუ ვის დაიყენებენ გვერდზე, არ უნდა დაკარგონ იმედი და ყოველთვის უნდა ეცადონ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ. 

შეგახსენებთ, რომ ლიკა ღუღუნიშვილი გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ლიკას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ლიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.