სხვადასხვადაიჯესტისაფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრებს არბევენ.

საფრანგეთის სხვადასხვა  დეპარტამენტში აცრის  მოწინააღმდეგეები თითქმის  ყოველდღე არბევენ  კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და  დიაგნოსტიკის  ცენტრებს _ ცეცხლს უკიდებენ,  ბილწავენ ნაცისტური ლოზუნგებით,  უწყვეტენ ელექტროენერგიას.

პოლიცია ვიდეოკამერებით ცდილობს წესრიგის დამრღვევთა დადგენას და დაკავებას, მათ 5-წლიანი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ჯარიმა ელით.

ფოტოზე აღბეჭდილია ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც ვანდალებმა დააზიანეს. ეს ერთი შემთხვევა არ არის. 14 ივლისიდან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის 20 ცენტრი გაანადგურეს.

შენობების უმრავლესობა დაანგრიეს, ბევრი _ დაწვეს, როგორც, მაგალითად, ფორ-დე-ფრანსეში. ოდენკურში ელექტროენერგიის ხაზები გადაჭრეს და მაცივარი, რომელშიც 3 ათასზე მეტი ვაქცინა ინახებოდა, გათიშეს. პოლიციამ ვიდეოჩანაწერებით ამოიცნო ერთი თავდამსხმელი, დანარჩენებს ეძებენ.

russtan.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის  მიხედვით.