ყვე­ლა­ფერს ვერ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი სათ­ქმე­ლი მოკ­ლედ ვთქვა… ის, რაც ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხდე­ბა, არის სრუ­ლი კოშ­მა­რი!!!“-ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა ქა­ჯა­ია.

-„ის, რაც ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხდე­ბა, არის სრუ­ლი კოშ­მა­რი!!! არ ვიცი, რა ხდე­ბა სხვა­გან, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ებ­ში აქ მი­ვი­ღე, იმედს გი­კარ­გავს ადა­მი­ანს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში რამე გვეშ­ვე­ლე­ბა… აქ არ არის ლა­პა­რა­კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, აქ ლა­პა­რა­კია თუნ­დაც იმა­ზე, რომ ადა­მი­ანს ტკბი­ლი სი­ტყვაც წამ­ლად ერ­გე­ბა და შვე­ლის…

ყვე­ლა­ფერს ვერ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი სათ­ქმე­ლი მოკ­ლედ ვთქვა: ის­ტე­რია, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, უსუ­სუ­რო­ბა და ყვე­ლა სხვა გან­ცდა, რო­მე­ლიც გე­უფ­ლე­ბა მა­შინ, როცა არ იცი შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს რა ელის ხვალ, აქ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ზე­ვი­დან გი­ყუ­რონ, გზა­აბ­ნე­უ­ლი გი­წო­დონ და კი­დევ უა­რე­სე­ბი, მერე დაგ­ცი­ნონ..

ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მი­მარ­თვა მი­აქვს სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან სა­ი­და­ნაც გა­მოგ­ზავ­ნეს, იქ პი­სი­არ ტეს­ტი არ აქვთ, ეუბ­ნე­ბი­ან: ეს მი­მარ­თვა შენი და­წე­რი­ლი­აო, ხე­ვენ ფურ­ცელს და ფე­ხებ­თან უყ­რი­ან! პა­ცი­ენ­ტის დაბ­ნე­უ­ლი შვი­ლი რა­ი­მეს თქმა­საც ვერ ახერ­ხებს, რად­გან ცრემ­ლი ახ­რჩობს, თავს ვერ იკა­ვებს და ტი­რი­ლით გარ­ბის იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ი­და­ნაც მი­მარ­თვა გა­მო­ა­ტა­ნეს, რომ და­ამ­ტკი­ცოს, მას არა­ფე­რი და­უ­წე­რია… ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტივს არ ვცემთ…

როცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში “გზა­აბ­ნე­ულ­თან” ერ­თად მივ­დი­ვარ, მას ცნობს მიმ­ღებ­ში მჯდა­რი ქალ­ბა­ტო­ნი და ეზო­ში მდგა­რის­კენ შიგ­ნი­დან იშ­ვერს ხელს, უი, ეს კი­დევ მო­ვი­და, ეს გზა­აბ­ნე­უ­ლიო.

ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გო­ნე­ბა მე­ბინ­დე­ბა და ვყვი­რი, რას გუ­ლის­ხმობ ან რა­ტომ და­უ­ხიე და მი­ა­ყა­რე ფე­ხებ­ში ექი­მის მი­მარ­თვა პა­ცი­ენტს-მეთ­ქი? ისიც ომა­ხი­ა­ნია და მე­კი­თხე­ბა, ვინ ვარ, რას ვე­რე­ვი სხვის საქ­მე­ში ან თუ ასე­თი მა­გა­რი ვარ, რა­ტომ არ ვახ­ლდი იმ დღეს, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და მე­უბ­ნე­ბა, რომ ამ გზა­აბ­ნე­უ­ლებს თურ­მე, ასე ეკუთ­ვნო­დათ, რად­გან ვერ გა­ე­გოთ, სად უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ და ათას კი­თხვას სვამ­დნენ; რომ მი­მარ­თვა­ში იყო რა­ღაც დე­ტა­ლი ხარ­ვე­ზით, რო­მელ­საც ექი­მი არ და­უშ­ვებ­და! ჰოდა, მსგავ­სი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ მშვი­დად აეხ­სნა, რომ რა­ღაც არას­წო­რა­დაა და ფურ­ცე­ლი უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, თავს უფ­ლე­ბა მის­ცა, მი­მარ­თვის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და, და­უ­ხია ფურ­ცე­ლი, ნაფ­ლე­თე­ბი შე­ა­ყა­რა და სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის თვალ­წინ და­ამ­ცი­რა…

მარ­თლა არა­ფერს ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, რო­მელ­თა­ნაც შე­კა­მა­თე­ბა მო­მი­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნო­ბა? ადა­მი­ა­ნო­ბი­დან არ იწყე­ბა ჩვე­ნი სხვა უნა­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა? განა ისე­თი რა გა­ნათ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს, რომ ეს გვაძ­ლევ­დეს უფ­ლე­ბას სხვე­ბის დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რა­ცხყო­ფის?

აქვე გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ ეს ერთი შემ­თხვე­ვა არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას ამა­ზე სა­ჯა­როდ ვწე­რო, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე გრძელ რიგ­ში ჩამ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ფეხ­ზე რომ ძლივს იდ­გნენ და ყვე­ლას ზუს­ტად ისე ექ­ცე­ო­და ეს ქალ­ბა­ტო­ნი, თით­ქოს მას­თან ვინ­მე რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რის სა­თხოვ­რად მი­სუ­ლი­ყო…

აღარ დავ­დებ ჩვე­ნი შე­კა­მა­თე­ბის ვი­დე­ოს, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ამა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ! რიგ­ში მდგა­რი გო­გო­ნა, დე­და­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფეხ­ზე ძლივს იდგა (სა­ა­თი და 20 წუთი ვდგა­ვართ, ექი­მი საჭ­მე­ლად არის გა­სუ­ლიო, შე­მომ­ჩივ­ლა დე­და­მის­მა. გა­სა­გე­ბია, ექი­მე­ბიც იღ­ლე­ბი­ან, ჭა­მაც სჭირ­დე­ბათ და სხვა და­ნარ­ჩე­ნიც, მაგ­რამ!..) და სა­ნამ ექი­მი მოვა, სკა­მი მი­ა­წო­დოთ იქ­ნებ-მეთ­ქი, რომ ვთქვი, ამა­ზეც ჰქონ­და “ლა­მა­ზი” პა­სუ­ხი, სკა­მი სახ­ლი­დან მო­გე­ტა­ნა, თუ გული შეგ­ტკი­ვაო…

და­ბო­ლოს, მე იქ საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად არ მივ­სულ­ვარ, უბ­რა­ლოდ მი­ვე­დი რომ ტეს­ტის პა­სუ­ხი გა­მე­გო, რო­მე­ლიც წე­სით, წინა დღე­ებ­ში ტე­ლე­ფო­ნით უნდა მი­ე­ღო პა­ცი­ენტს. არ მაძ­ლევ­დნენ, ტე­ლე­ფონ­ზე მი­უ­ვი­დო­დაო პა­სუ­ხიო. არ მის­ვლია-მეთ­ქი, რომ ვთქვი, ე.ი. უარ­ყო­ფი­თი­აო. მა­ინც მო­ვი­თხო­ვე და რომ ვერ მო­მი­შო­რეს, მო­მა­ჩე­ჩეს ფურ­ცე­ლი ექი­მის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა! ამა­სო­ბა­ში, სა­ნამ პა­ცი­ენტს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ არა­ფე­რი სჭირს, არის შან­სი, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­მა მთელ სო­ფელს თუ არა, უბანს მოს­დოს ვირუ­სი…, არა­და 2-ჯერ გა­კე­თე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო, პი­სი­ა­რის პა­სუ­ხი კი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, არ მოს­ვლია… და ჰო, ამ ლო­დი­ნის დროს, მი­ვი­წყე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, სა­დაც ეწე­რა, რომ “უარ­ყო­ფი­თია” და რად­გან თავს ცუ­დად გრძნობ­და, იფიქ­რეს, იქ­ნებ რა­ი­მე სხვა აწუ­ხებს და ეს კო­ვი­დი ავი­ჩე­მე­თო, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­ი­იყ­ვა­ნა შვილ­მა, სა­დაც ისევ კო­ვიდ­ზე მი­ი­ტა­ნეს ეჭვი და და­ნარ­ჩე­ნი უკვე ზე­ვით მო­გახ­სე­ნეთ, რო­გორ მო­ვი­პო­ვეთ პა­სუ­ხი…

ჰოდა, კო­ვი­დი­ა­ნი რომ უნდა ეცა­დოს და ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე იყოს, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია… და­ნარ­ჩე­ნი თქვენ გან­სა­ჯეთ…

მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ გვყავს ბევ­რი ასე­თი “გა­ნათ­ლე­ბუ­ლი” და ” საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი”… ქედს ვიხ­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად! და მათ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ტკბი­ლი სი­ტყვი­თაც კურ­ნა­ვენ…

ამ­ბა­ვი #2-იც მაქვს მო­სა­ყო­ლი და #3-იც, სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და “სას­წრა­ფო­ზე”, ამა­საც ვი­ზამ. მაგ­რამ ჯერ მინ­და სას­წრა­ფოს “ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ” ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­ვე­სა­უბ­რო, ამი­სი სურ­ვი­ლი მკლავს დიდი ხა­ნია.

ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, გა­აფრ­თხი­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ექ­ცნენ ხალ­ხს ადა­მი­ა­ნუ­რად და ნუ შე­უ­რა­ცხყო­ფენ მათ იმის­თვის, რომ დაბ­ნე­უ­ლე­ბი მო­დი­ან, ზედ­მეტ კი­თხვას სვა­მენ, ან რა ვიცი, კი­დევ რა მი­ზე­ზით! ყუ­რა­დღე­ბით ვიქ­ნე­ბი იმ ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ასე “კარ­გად” ექ­ცე­ვა ხალ­ხს და სხვა დროს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს… გა­სა­გე­ბია ემო­ცი­ე­ბიც, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც, დაღ­ლი­ლო­ბაც, ნერ­ვე­ბიც, მაგ­რამ როცა რა­ღაც არ შე­გიძ­ლია, ამის წა­მა­ლი დას­ვე­ნე­ბაა“, – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა ქა­ჯა­ია “ფე­ი­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

Lika Qajaia

კვირას

ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!!! არ ვიცი, რა ხდება სხვაგან, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ბოლო დღეებში აქ მივიღე, იმედს გიკარგავს ადამიანს, რომ ახლო მომავალში რამე გვეშველება… აქ არ არის ლაპარაკი პროფესიონალიზმზე, აქ ლაპარაკია თუნდაც იმაზე, რომ ადამიანს ტკბილი სიტყვაც წამლად ერგება და შველის…
ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ შევეცდები სათქმელი მოკლედ ვთქვა: ისტერია, დაბნეულობა, უსუსურობა და ყველა სხვა განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როცა ა…

მეტის ნახვა

 — ნატალია ლელაძე-თან ერთად.
tvalsazrisi.