მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული კამერა ქოცებისთვის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი იარაღია!

აუცილებლია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძალით, აკრძალული იქნება საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემ კაბინაში, ამომრჩევლის მიერ მობილური ტელეფონის შეტანა. ამდენი ხანი ამ ინიციატივას არავინ აჟღერებს.

მობილური ტელეფონი, უფრო ზუსტად – თანამედროვე ტელეფონებში ინტეგრირებული ფოტო- და ვიდეოკამერა, გახლავთ ამომრჩევლის ნებაზე და, შესაბამისად, მთლიანად არჩევნებზე ზეგავლენის ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტი.

როდესაც ამომრჩევლებზე ადმინისტრაციულ ზეწოლას ახდენდნენ, დავუშვათ, ამომრჩეველმა თანდათან ისწავლა, რომ შემოთავაზებული ფქვილი, კარტოფილი თუ 20 ლარი შეიძლება, აიღო, მაგრამ არჩევნებზე ხმა მაინც საკუთარი მოსაზრებით მიეცა. ეს იმიტომ, რომ კენჭისყრა ფარულია, არავის აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაიხედოს ამომრჩევლის მიერ შემოხაზულ ბიულეტენში, რომელიც თავად ამომრჩევლის მიერ ვარდება ხმის მისაცემ ურნაში.

კომენტარები ფეისბუქიდან