ბერლინში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ბერლინში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ დემონსტრაციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

პოლიციასთან შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტთა ჯგუფმა პარლამენტის შენობასთან დამცავი ჯებირის გარღვევა სცადა. დაშავებულია პოლიციის ოთხი ოფიცერი. სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს.

ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში 11 ოქტომბრიდან კორონავირუსის ტესტი უფასო აღარ იქნება გარდა იმ პირებისთვის, რომლებისთვისაც ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული. ამასთან, რესტორნის შიდა სივრცეში, სპორტულ დაწესებულებებში, ან რელიგიურ ცერემონიებზე დასასწრებად სავალდებულო იქნება ვაქცინაციის საბუთის ან ნეგატიური ტესტის წარდგენა.