Moderna-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, იაპონიაში ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ორივე დაღუპული 30 წლამდე მამაკაცია, ორივე მათგანი მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს მოკვლევა, დეტალები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

აქამდე კი, ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ იაპონიამ ‘’მოდერნას’’ ვაქცინის 1,63
მილიონი დოზა ხმარებიდან ამოიღო, სხვადასხვა ჩარჯის პროდუქციის ფლაკონებში, ‘’უცნობი ნივთიერებები’’ აღმოაჩინეს.