იტალიაში „მწვანე სერტიფიკატის“ მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული საპროტესტო აქციები არ წყდება.

იტალიაში „მწვანე სერტიფიკატის“ მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციის მონაწილეები, 1 სექტემბერს, იტალიის 54 ქალაქში, რკინიგზის სადგურების პიკეტირებას გეგმავენ.

იტალიაში, 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ტრანსპორტით სარგებლობისას „მწვანე სერტიფიკატის“ წარდგენის ვალდებულება.

„გვაიძულებენ მატარებლით მგზავრობისას „მონობის პასპორტი“ ვიქონიოთ? მაშინ არავინ წავა“, – ნათქვამია Telegram- ის ჩატში სახელწოდებით „კმარა დიქტატურას.” აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციების ორგანიზებას Telegram- ის ჩატის მეშვეობით ახორციელებენ.