საქართველოში კორონავირუსზე 10 ბავშვი აცრეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით 10-მდე ბავშვი აიცრა. 

“12 წლის ზემოთ მხოლოდ 2 ვაქცინას აქვს მიღებული ავტორიზაცია, ეს არის “ფაიზერი” და “მოდერნა”. ამ ვაქცინებით დაწყებულია მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია, თუმცა არა საყოველთაო, არამედ მთელ რიგ ჯგუფებში. კანადამ დაიწყო პირველმა, მიყვა შეერთებული შტატები, ავსტრია, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნებში ამაზე არის სერიოზული მსჯელობა.

ჯანმო მსჯელობს და ჩვენთვის იცით, რომ ავტორიზაციისთვის არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებში, გარკვეული დაავადებებით. ასეთი ბავშვი ჩვენ გვყავს საქართველოში აცრილი, “ფაიზერით” ავცერით 10-მდე ბავშვი.  ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ.

ერთადერთი არის ჩინეთ და მისი მეზობელი რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ჩინური ვაქცინებით 3 წლიდან ბავშვების აცრა. 

“სინოფარმით” და “სინოვაკით” ჩინეთმა დაიწყო ბავშვების კალენდარულად აცრა. კალენდარულად და არა შერჩევით ჯგუფებში” – განაცხადა გამყრელიძემ. 

კომენტარები ფეისბუქიდან