თქვენ არც სასტუმროები მოიკლოთ, არც ბარ-რესტონებში ,,გრიალი”, არც მზე, არც ზღვა, არც მთა და ვისაც არც ფული აქვს და არც საკუთარი მანქანები, იმ ხალხით დაამარცხეთ ვირუსი!

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

-მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაშფოთა. ლეობორისტების ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

,,თქვენ არც სასტუმროები მოიკლოთ, არც ბარ-რესტონებში ,,გრიალი”, არც მზე, არც ზღვა, არც მთა და ვისაც არც ფული აქვს და არც საკუთარი მანქანები, იმ ხალხით დაამარცხეთ ვირუსი!

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით თუ არ ვრცელდება ვირუსი, ტაქსებით, საზღვაო ქალაქებსა და რესტორნებში უნიღბოდ ტრაშუნით, მე და ჩემნაირები მორიდებულად, ნიღბებით რომ ჩავსხდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაინცდამაინც იქაა კორონა ჩასაფრებული?! მაგრამ ახლა აგარაკებიდან რომ ჩამობრძანდებით დედაქალაქში და ტრაშუნის ვირუსებსაც ჩამოათრევთ, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლებში, რომ ეპიდემია არ აფეთქდეს?!

გაგვიძლია და გავუძლებთ, ყველასთვის რომ იყოს რეგულაციები და არა ასე უსამართლოდ _ თქვენ, მდიდრებს ყველაფერი, დანარჩენებს…

ოლიგარქებისგან სხვას რას უნდა მოელოდე?! მაგათთვის ხალხი მხოლოდ საარჩევნო ხმებია!

გაბრაზებაც აღარ შემიძლია უკვე! აზრი არ აქვს და იმიტომ! მიდით, აირჩიეთ ისევ ეს ხამები, იქნებ ჭამით და ფხორვით მაინც დასკდნენ”.

კომენტარები ფეისბუქიდან