მხოლოდ ერთი საავადმყოფოდან 90 ექიმი და ექთანი წავიდა – სრული ქაოსი მედიკოსებს შორის.

დღეს მხოლოდ 1-ლი დღეა, რაც აუცრელი მედიკოსებისთვის ახალი კანონი შევიდა ძალაში და ქვეყნის საავადმყოფოებში უკვე მძიმე სურათი ფიქსირდება. კონკრეტულად აგრინიოს საავადმყოფომ ერთ დღეში პერსონალის 87 წევრი დაკარგა.

ირკვევა, რომ 50-მა ექიმმა აუცრელობის გამო მუშაობა შეაჩერა, ხოლო დანარჩენი 40-მდე თანამშრომელი გავიდა შვებულებაში, რომელსაც იღებენ ავადმყოფობის დროს.

მედიკოსთა შორის სრული ქაოსია, ისინი მთავრობის დამოკიდებულებას უსამართლოს უწოდებენ და კანონს აპროტესტებენ.

ნახეთ, რა ვითარება იყო დილის საათებში: