ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციას აიძულებენ.

“თავისუფალი საქართველოს” ფეისბუქ გვერდზე გავიდა Zoom შეხვედრის პირდაპირი ეთერი, რომელშიც პარტიის ლიდერი კახა კუკავა დავით დოლიძეს ესაუბრება. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციას აიძულებენ. ვიდეოში რესპოდენტი ყვება, რომ მის შვილებს PCR ტესტების პასუხები ჰქონდათ და ქუთაისის აეროპორტიდან ბუდაპეშტში უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა მას აერიპორტიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ოჯახის წევრებს ვაქცინის გარეშე თვითმფრინავში ვერ აუშვებდნენ. კახა კუკავას ვაქცინების უსაფრთხოებაზე და თავისუფალ არჩევანზე საუბრისას ახალციხეში ექთნის გარდაცვალების შემთხვევა მოჰყავს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობას ორი ან მეტი დოზის საჭიროების გამო ეჭვქვეშ აყენებს დავით დოლიძეც და მაგალითად მოჰყავს სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელთა მხოლოდ ერთი დოზა არის საჭირო.

კომენტარები ფეისბუქიდან