სრულ სიღატაკეში ცხოვრობს ლამის მოსახლეობის 60 პროცენტი

მცირე ხნის წინ, საქსტატმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით 600 000 საქართველოს მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას იღებს, როგორც სოციალურად დაუცველი.

იგივე ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ყავს 800 000 პენსიონერი, რომელიც ყოველთვიურად 300 ლარსაც ვერ იღებს. ჯამში მივიღეთ 1 400 000 მოქალაქე ხომ ? დავუმატოთ დაბალხელფასიანი მოსახლეობა, რომელთა თვიური სარგო არ აღემატება 500 ლარს და არ დაგვავიწყდეს უმუშევართა არმადა. ჯამში მივიღებთ 2 500 000 მოქალაქეს, მაშინ როდესაც მოსახლეობა 3 700 000 შეადგენს. საქართველოდან მასიურად გარბიან ჩვენივე მოქალაქენი, ხომ ?

ანუ რა გამოდის ? რომ სრულ სიღატაკეში ცხოვრობს ლამის მოსახლეობის 60 პროცენტი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ეროვნული ფლანგის ლიდერთა 95 პროცენტი წელიწადში 365 დღიდან 335 დღე ლგბტ პროპაგანდას ებრძვიან, ხოლო დარჩენილი კალენდარული 30 დღე, თვალსაწიერიდან ორთქლდებიან.

რა თქმაუნდა, ლგბტ პროპაგანდირება უდიდესი სიმახინჯეა, მაგრამ კითხვა ვსვამ: ნუთუ ეროვნული ლიდერების უმეტესობას არ აინტერესებს საკუთარი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიური პირობები ? ხშირად საუბრობს ბევრი მათთაგანი იმუნიტეტზე ! ბოდიში ეროვნულებო – იმუნიტეტს ქმნის ატმოსფერო, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს არტყამს გარშემო ! ძლიერი იმუნიტეტი ყალიბდება სწორი და ჯანსაღი კვების შედეგად, რაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს არც აქვს და მას მისტიკის სფეროდ განიხილავს.

ათწლეულები გავიდა და ლგბტ გარდა, ეროვნულების 95 პროცენტს გაჭირვების თემა არ წამოუწევია. ერთი არ მოუწოდებია ერისთვის, გამოდით გარეთ და მოვითხოვოთ მმართველი პარტიებისგან მინიმალური ანაზღაურება, ბევრ რამეზე ტარიფის შემცირება, საწვავზე აქციზის დაწევა.

არ ვიცი, რატომ ხდება სოციალური თემატიკის მიფუჩეჩება, არ მინდა ვიფიქრო რომ განზრახაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემატიკის მტვრიან თაროზე შემოდება. ხომ შეიძლება 365 დღიდან, თუნდაც 10 დღე ვიღაც მადლიერმა ვინც მართლა ეროვნულია შეადგინოს გეგმა და მთავრობას და პარლამენტს წარუდგინოს ცივილური პროტესტის ფონზე – ეგებ ამ გზით მაინც გვეშველოს არა ?

აქვე კითხვას დავსვამ – თავად ე.წ ეროვნული ფრთის 95 პროცენტი ნუთუ კმაყოფილია ამ ფინანსური ჭაობით ? არ მესმის აგრეთვე ემიგრანტად გამოცხობილი მოსახლეობის ოლიმპიური სიჩუმე. საკუთარ თავს კითხვა მაინც დაუსვან, თუ რატომ დატოვეს სამშობლო და რისთვის გადაიხვეწენ და წლობით საქმიანობენ საზღვარგარეთ. მათ მაინც მოუწოდონ სოციალური აქტივობისკენ ეროვნულებს.

არა ბატონებო, არა ! დაბეჩავებული და მშიერი ერი ვერაფერს მიაღწევს, პირიქით ის მუდამ იფიქრებს ემიგრირებაზე და მათ ადგილს მიგრანტები    დაიკავებენ, რაც ერთგვარად ეკონომიური აქტივობის პრინციპს განსაზღვრავს !

მერე გადმოდგებიან ე.წ ეროვნულები და ჰოი საოცრებავ, იღრიალებენ აქაოდა ემიგრანტების ადგილს უცხო მიგრანტები იკავებენო … უბედურება ისიცაა რომ ამ ტალღას ყვებიან ჩვენი ემიგრანტების ნაწილი !

დაფიქრდით, შეცვალეთ მოქმედების კურსი და ისეთი გეგმა დაუდეთ მმართველთ ამა ქვეყნისა, რომ მართლა ეროვნული ლიდერები გახდეთ და მომავალმა თაობებმა მოგიგონონ !

ამჯერად თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, რადგან ისეთი დაპირისპირებაა და ჯადოსნური წრე კონსერვატორულ ფლანგზე, რომ ის ჯანსაღი 5 %  იმ 95 % -გან სამიზნე გახდეს. მოკლედ, საკუთარ თავში ჩაიხედეთ ეროვნულნო ! ! !

ბექა კვიციანი, ჟურნალისტი