ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეალური მიზანი პლანეტის მოსახლეობის 90%-ით შეამცირებაა, რისთვისაც ის 1970-იანი წლებიდან მუშაობს ისეთი ვაქცინებზე, რომლებიც ადამიანებში უნაყოფობას მასობრივად გამოიწვევს. 

ალექს ჯონსი ადამიანებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ აფრთხილებს. ამერიკელი წამყვანი ჯესი ვენტურა ცნობილ ამერიკელ კონსპიროლოგს ალექს ჯონსს და ექიმ რიმა ლაიბოუს ბილდერბერგების კლუბისა და მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე ესაუბრება. ალექს ჯონსი ამტკიცებს, რომ ბილდერბერგების კლუბს დეპოპულაციის გეგმა აქვს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის საშუალებით ახორციელებს. ჯონსის ამ მტკიცებას ამერიკელი ექიმი რიმა ლაიბოუ განავრცობს, რომლის თქმითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეალური მიზანი პლანეტის მოსახლეობის 90%-ით შეამცირებაა, რისთვისაც ის 1970-იანი წლებიდან მუშაობს ისეთი ვაქცინებზე, რომლებიც ადამიანებში უნაყოფობას მასობრივად გამოიწვევს. 

ლაიბოუ იმასაც აღნიშნავს, რომ FDA-ის მიერ დამტკიცებული ვაქცინები შეიცავს საშიშ ქიმიურ ნივთიერება სკუალენს, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც ავტოიმუნური დაავადებები ვითარდება და ადამიანები მტანჯველი სიკვდილით იღუპებიან. გარდა ამისა ვიდეოში, რომელიც ღორის გრიპის პანდემიის დროსაა ჩაწერილი, რიმა ლაიბოუ ამტკიცებს, რომ სულ მალე ამერიკაში ღორის გრიპის ვაქცინა ყველასთვის სავალდებულო გახდება, ხოლო ნამდვილი ვაქცინის ნაცვლად ასაცრელ პუნქტებში პაციენტებს ცოცხალი ვირუსების შემცველ ვაქცინასა და ნივთიერება სკუალენს გაუკეთებენ. ლაიბოუს მტკიცებით, ეს გეგმა მას 2003 წელს ერთ-ერთი ქვეყნის პირველმა პირმა გაუმხილა.

კომენტარები ფეისბუქიდან