კობახიძის ოცნება ხელმძღვანელობს ამერიკელი კონგრესმენების და დასავლური ორგანიზაციების ნაკარნახევი დირექტივებით, რომლებიც უხეშად ერევიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში და არღვევენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მიგვითითებენ ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, , მაგალითად-ევროპარლამენტარებისათვის ქართული კანონმდებლობით გასამართლებული მხედრიონელი რურუა და და სისხლის სამართლის დამნაშავე, სახელმწიფოს გადატრიალების ორგანიზატორი ნიკა მელია, პოლიტპატიმარია, რომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვდნენ ამერიკელების მფარველობის ქვეშ მყოფმა” სააკაშვილ -ბოკერიებმა” კი დღეს ქართულ მართლმსაჯულებას თავი დააღწიეს დასავლური ორგანიზაციების და კონგრესმენ ევროპარლამენტარების მითითებით, აგრძელებენ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ორკესტრირებულ შეტევას. დასავლური ფონდები გრანტებით კვებავს არასამთავრობო ორგანიზაციბს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით აქტიურად ეწევიან გარყვნილების და ნარკომანიის პროპაგანდას.
მათი დირექტივების საფუძველზე
მიზანმიმართულად ფერხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პროცესი.არ გვაძლევენ სწორი საგარეო პოლიტიკის კეთებისა და მოსკოვთან დიალოგის დაწყების საშუალებას, ამ დროს კი არც თავად ხდებიან ჩვენი სტაბილურობის და ტერიტორიული მტლიანობის გარანტორები , ქართველი ხალხი ამ დასავლურ ჭირს უკვე 30 წელია ებრძვის. დაუსრულებელმა ევროინტეგრაციამ კი ამ 30 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა უფსკრულთან მიიყვანა.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორ ბოროტებასთან გვაქვს საქმე როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად მოვიხსენიებთ ამერიკასა და ევროკავშირს.
კურსი რომელიც აქვს არჩეული ხელისუფლებას არ გახლავთ ქართველი ხალხის ნების გამოხატულება.
ირაკლი ჯანყარაშვილი