მომღერალი და ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი, ბერა ივანიშვილი დაინიშნა

მომღერალი და ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი, ბერა ივანიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მისი პოსტიდან, რომელიც მან საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

მომღერალმა ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: “And she said yes”.

ბერა ივანიშვილის რჩეული ნანუკა გუდავაძეა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ნანუკა მოდის ბლოგერია. როგორც გამოცემა წერს, 14 წლის ასაკში ნანუკა გუდავაძე ქართველი დიზაინერის, ბიჭოლას სახე იყო.
ვუსურვოთ წყვილს ბედნიერება!