epa08906478 A woman working in a nursing home is vaccinated against the coronavirus at the Arena Treptow vaccine center in Berlin, Germany, 27 December 2020. The first shipments of coronavirus vaccines developed by BioNTech and Pfizer have arrived across the European Union, authorities started to vaccinate the most vulnerable people in a coordinated effort on 27 December. EPA/MARKUS SCHREIBER / POOL

იღბლიანი აცრა…

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით საქართველოში დღეიდან იწყება ლატარიის გათამაშება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება. თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და გათამაშებაში ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.

ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურად და ყოველკვირეულად (ორშაბათობით) გათამაშდება 12:00 სთ-ზე, წლის ბოლოს კი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება. ამასთან, ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად – 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის საპრიზო თანხა, ხოლო წლის ბოლოს – 100 000 ლარი.

ლატარია გათაშდება ვებგვერდზე, რომლის მისამართია www.stopcov.lotto.ge.

წლის ბოლოს ლატარიის შემაჯამებელი გათამაშება პირდაპირ ეთერში მოეწყობა. დოლურაში მოთავსდება ყველა მოთამაშის ბილეთი და გათამაშების წამყვანი ერთ გამარჯვებულს გამოავლენს.

მოგებული თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდ www.stopcov.lotto.ge-ზე. გამარჯვებულებს ტელეფონითაც დაურეკავენ.

ამ დროისთვის (13:20 სთ) ვებგვერდი www.stopcov.lotto.ge ჯერჯერობით არ იძებნება.

კომენტარები ფეისბუქიდან