ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია!

თენგიზ ცერცვაძისა და პაატა იმნაძის  გამონათქვამების გვერდით სამეულის  პირველი ვიოლინოს, ამირან  გამყრელიძის, ციტირება ამჯერად  ზედმეტად ჩავთვალე, რადგან  მათი გამონათქვამები იდენტურია  და არც საგაზეთო წერილის ფორმატი  იძლევა მათი გამეორების  საშუალებას, თუმცა ჩემი  კრიტიკული შენიშვნები,  პირველ რიგში, სწორედ მას  ეკუთვნის და პასუხისმგელობაც,  უპირველესად, მას დაეკისრება.

დავუბრუნდეთ ივერმექტინს.

თავდაპირველად, როგორც მიღებულია მედიცინაში, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები ინ ვიტრო უჯრედოვან კულტურებზე. მელბურნის (ავსტრალია) მონაშის უნივერსიტეტის ბიომედიცინის ინსტიტუტში შეისწავლეს ივერმექტინის გავლენა ვირუსულ რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ). კვლევის შედეგები 2020 წლის 3 აპრილს გამოქვეყნდა ცნობილ საერთაშორისო ჟურნალ Antiviral Research-ში. კვლევის შედეგები განსაცვიფრებლად შთამბეჭდავი იყო, დასკვნაც შესაბამისი: ივერმექტინი ფართოდ  შეიძლება იქნას გამოყენებული  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ავადმყოფების  სამკურნალოდ.

მალევე ჩატარდა კლინიკური კვლევაც. პირველი წერილი სათაურით “ივერმექტინისგან მიღებული სარგებლობა კოვიდ-19-ის დროს” ზემოხსენებული ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 19 აპრილს. კვლევა ჩატარდა მსოფლიოს  მასშტაბით _ ხუთივე კონტინენტის 169  ჰოსპიტალში 704 პაციენტი იღებდა  ამ პრეპარატს, 68 230 პაციენტი კი საკონტროლო  ჯგუფს შეადგენდა. იმ პაციენტებს  შორის, რომლებსაც ფილტვების  ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე გადაყვანა დასჭირდათ, ლეტალობა 3-ჯერ ნაკლები იყო ივერმექტინის  ჯგუფში, საერთო ლეტალობა კი _ 6-ჯერ ნაკლები. ანალოგიური შედეგები  მიიღეს ცალკე ჩატარებული სხვა  კვლევებითაც არგენტინასა და  პერუში _ არც ერთ პაციენტს  ივერმექტინით დროულად დაწყებული  მკურნალობის შემთხვევაში  გართულება არ ჰქონია,  გარდაცვალების მაჩვენებელი კი იყო 0%.

რაც ძალზე მნიშვნელოვანია: ივერმექტინზე 40-წლიანი დაკვირვება _ ჯერ როგორც ანტიპარაზიტულ, 2020 წლიდან კი, _ როგორც კოვიდ 19–ის სამკურნალო პრეპარატზე, აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის მის გამოყენებას, რადგანაც ერთი შემთხვევაც კი არ არის აღწერილი მისგან გამოწვეული რაიმე სერიოზული გართულებისა.

ახლა, რა მოხდა ინდოეთში, რისი  დანახვაც ცოცხალი თავით არ  უნდათ ჩვენს “საპატიო თბილისელებს”…

FLCCC (Front Line Covid19 Critical Care Alliance) ჯგუფმა (10 წევრი) და RIRD–მა (65 წევრისგან შემდგარმა  ივერმექტინის რეკომენდაციების  შემმუშავებელი ბრიტანული ჯგუფი) 3 მაისს გამოუშვეს პრესრელიზი,  რომელშიც ყველას მოუწოდებდნენ,  დაუყოვნებლივ დაეწყოთ ივერმექტინის  გამოყენება კოვიდ-19-ის სამკურნალოდ. დოქტორმა პოლ  მარიკმა, FLCCC ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და  ინტენსიური თერაპიის სპეციალისტმა, 7 მაისს განაცხადა: “ჩვენ აღარ შეგვიძლია  ვენდოთ ჯანდაცვის დიდ  ორგანიზაციებს, რომლებიც  სამედიცინო და სამეცნიერო  მონაცემების შემოწმებას ატარებენ”.

ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების პროფესორები პირველები იყვნენ, რომლებმაც კოვიდ-19-ის ადრეული ამბულატორიული მკურნალობის პროტოკოლი გამოაქვეყნეს 2020 წლის 6 აგვისტოს. ინდოეთის სამედიცინო  მეცნიერებათა ინსტიტუტმა (AIIMS) და  ინდოეთის სამედიცინო კვლევების  საბჭომ (ICMR) გაბედეს და შეისმინეს  ზემოხსენებული სპეციალისტების  რჩევები, ყურადღებით მოეკიდნენ  56 კვლევას 18 447 პაციენტის მონაწილეობით,  საიდანაც თვალნათლივ იკვეთებოდა  ივერმექტინის აშკარა დადებითი  ეფექტი _ გარდაცვალების  შემთხვევების კლება 91%-ით. ამის შემდეგ ინდოეთის  რამდენიმე შტატში დაიწყეს  ივერმექტინით მკურნალობა,  შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს  გადააჭარბა: 5 კვირაში კოვიდით დაავადების  საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა  60-97%-ით იკლო, იმ შტატებში კი,  რომლებშიც ივერმექტინს არ  იყენებდნენ, მკვეთრად მოიმატა _ 50, 200 და 800%-ით. ახალი მონაცემებით, 1 ივლისიდან 5 აგვისტომდე  გარდაცვალების მაჩვენებელი იყო:  ლონდონში + 400% (5-ჯერადი მატება!), დელიში კი _ -72% (3.6-ჯერადი კლება).

დაკვირვებულ მკითხველს აუცილებლად დააეჭვებს ახალი შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებლების ასეთი მკვეთრი დაცემა, სულ რაღაც, ერთ თვეში, რადგან სავსებით დასაჯერებელია ივერმექტინის სამკურნალო ეფექტი, დასაჯერებელია გარდაცვალების შემთხვევათა კლებაც, მაგრამ ვირუსის, კოვიდის გავრცელებასა და ახალი შემთხვევების ჯერადობით შემცირებასთან ივერმექტინი რა კავშირშიაო, _ გაკვირვებული იკითხავს იგი. საქმე ის არის, რომ ინდოეთში, ჩვენთან ჩამორჩენილი  ქვეყანა რომ ჰგონია ბევრს, ძალიან  კარგად მუშაობს ეპიდემიოლოგიური  სამსახური, ხდება ავადმყოფის  ყველა კონტაქტის გამოვლენა და,  რაც მთავარია, ოჯახის წევრებსა  და კონტაქტში მყოფ სრულიად  ჯანმრთელ ადამიანებს უტარდებათ  პრევენციული მკურნალობა ივერმექტინით. აი, ასეთი პრეპარატის  დანიშვნას ვერ ბედავენ ჩვენი  ბედოვლათები უმძიმესი  ავადმყოფებისთვისაც კი.  ეს დანაშაულია!

საინტერესო ამბავი მოხდა თამილ  ნადუს შტატში: ინდოეთის  ადვოკატთა ასოციაციამ (IBA) 2021 წლის 15 მაისს საქმე აღძრა  ჯანმოს მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, ინდოელი ქალბატონის, დოქტორ სუმიუ სვამინატანის  წინააღმდეგ, რომლის ტვიტმაც  (ივერმექტინის ეფექტიანობაზე)  შეცდომაში შეიყვანა შტატის  ხელმძღვანელობა (შტატის მთავარი  მინისტრი _ საინტერესო გვარის  მქონე ინდოელი, M.K.Stalin), რომელმაც  კოვიდპაციენტების მკურნალობის  პროტოკოლიდან ივერმექტინი ამოიღო.  ადვოკატთა ასოციაციამ ბრალი დასდო  ამ ქალბატონს, რომ მისი  მიკერძოებული ტვიტის მიზეზით  დაიღუპნენ ივერმექტინის გარეშე  დარჩენილი ინდოეთის მოქალაქეები.  ინდოეთის ადვოკატთა კოლეგიის წამყვანმა რწმუნებულმა ადვოკატმა, ქალბატონმა დიპალი ოჯამ დოქტორი სუმიუ სვამინატანი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში _ ვაქცინების ინდუსტრიის პროგრამის ლობირებაში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის დევნით დაემუქრა მისი მოქმედებით თუ უმოქმედობით გამოწვეული “თითოეული სიკვდილისთვის”. ინდოეთის  ადვოკატთა ასოციაციამ გაბედა და  ისტორიული სარჩელი აღძრა  ინდოეთის საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის სამმართველოს  (PHA) წინააღმდეგ, ეს იმის სიგნალია,  რომ ბოროტმოქმედების ტოლფასი  დეზინფორმაციის კამპანიები,  რომლებსაც სავალალო  შედეგებამდე მივყავართ,  დაუსჯელი არსად არ დარჩება.  ჩვენთანაც უნდა გაჩაღდეს  მოძრაობა ჯანდაცვის სამინისტროს,  სამეულისა და კიდევ სხვა  მოხელეების წინააღმდეგ.

აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მომაკვდავი ავადმყოფის საწოლთან მყოფ სასოწარკვეთილ პატრონს, რომელიც ხედავს, რომ ავადმყოფზე გადაყოლილი ექიმების ბრიგადა უძლურია, ვინმე ღვთისნიერმა კაცმა გააგებინოს, რომ არსებობს წამალი, სახელად ივერმექტინი, რომელმაც, შესაძლოა, უშველოს კიდეც თქვენს ავადმყოფსო. დაიმედებულ პატრონს კი “სამ მუშკეტერად” წოდებულმა სამეულმა “ცივი წყალი გადაასხას”: კი, ჩვენც გაგვიგია, ივერმექტინი არ უნდა იყოს ცუდი წამალი, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვის გარეშე თქვენს ავადმყოფს მაინც ვერ დავუნიშნავთო. როგორ გგონიათ, რომელიმე გაასწრებს იქიდან ცოცხალი?

რაც შეეხება ვაქცინაციას _ ნებისმიერი ინფორმაცია, ტელევიზიით მოწოდებული იქნება თუ ინტერნეტში მოძიებული, რა თქმა უნდა, არ უნდა დავიჯეროთ და ის მაინც შევძლოთ, რომ არაარგუმენტირებული, მტკიცებით ფორმაში გაკეთებული მოწოდებები, თანაც შესასრულებლად სავალდებულო, საპირისპირო მოსაზრებებს შევადაროთ და დასკვნაც შემდგომ გამოვიტანოთ, ამის გარეშე სწორი პოზიციის არჩევა ძალიან გაჭირდება. სულ ცოტა, ერთი კითხვა მაინც ხომ უნდა დაუსვას კაცმა საკუთარ თავს: რის შეშხაპუნებასაც მიპირებენ სისხლში – ეს, ვაქცინას რომ ეძახიან, რა ნივთიერებებისგან შედგება? და, როცა გაიგებ, რომ იგი ლამის მხოლოდ შხამებით, კიბოს უჯრედებითა და კიდევ ბევრი უცნობი ქიმიური ნივთიერებითაა გაჯერებული და, რომ მან, შესაძლოა, გენურ დონეზე გამრავლების ფუნქციაზეც უარყოფითად იმოქმედოს (სხვა გართულებებს თავი რომ დავანებოთ!), კარგად დაფიქრდები, კიდევ შეძვრები ინტერნეტში და ახალ-ახალი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდები. და ბოლოს, როცა დაგიგროვდება შესაბამისი ცოდნა, დადგება მომენტი, როცა იყვირებ: “არა, ამის დაშვება არ შეიძლება, ყველას უნდა გავაგებინო, რასაც გვიპირებენ და რატომაც ცდილობენ ასე თავგამეტებით ვაქცინაციაზე ჩვენ დაყოლიებას”. იყვირებ, რადგან, როგორც მარტინ ლუთერ კინგი ამბობს: “ჩვენ კვდომას ვიწყებთ იმ დღეს, როდესაც სიმართლეს ვიგებთ და ამის შესახებ ხმას არ ამოვიღებთ”. ახალი ეჭვიც გაგიჩნდება: კი მაგრამ, რაც მე მოვიძიე, თუ ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა რატომ არ ლაპარაკობენ ჯანდაცვის მესვეურები, ანუ ისინი, ვისაც ეს სამსახურეობრივად ევალებათ?! რატომ არ იმართება ტელედისკუსიები (პირდაპირი გადაცემით) და სამეცნიერო კონფერენციები?! და, თუკი ჩვენი და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის (და მათი შთამომავლობის) ასეთი მტკივნეული თემების განხილვას გაურბის საჯარო მოხელე, მაშინ რა უფლება აქვს მას, ცალმხრივად ამტკიცოს ვაქცინად წოდებული რაღაცის უპირატესობა და სისხლში შემიყვანოს ისეთი “აჯაფსანდალი”, რომლის შემადგენლობა და უსაფრთხოება, პრაქტიკულად, შეუსწავლელია?!

სხვა სახელმწიფოებშიც არიან “ჩვენი ტრიოს” ანალოგები, რომლებიც სოლიდურ გასამრჯელოს იღებენ ვაქცინაციის პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ და, ჩვენთანაც იგივე რომ მოხდებოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ მხოლოდ ახლახან შევიტყვე ერთ-ერთი ტელეარხიდან, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე, თურმე, 8 760 ევროს იღებს ყოველთვიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (სხვებზე ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არც სხვები იქნებიან “უყურადღებოდ” დატოვებულნი).

დამჯერ, ჭურში მჯდომ ხალხს რა გამოლევს, გამოლევს კი არა, ისე შეიძლება გადაუბრუნონ მათ ტვინი, რომ აქეთ შეიძლება შემოგვიტიონ და იძულებით აცრის შემომღებ ხელისუფლებას დაეხმარონ კიდეც ჩვენს გაკოჭვაში და ძალით აცრაში. მერწმუნეთ, ეს არ არის უსაფუძვლო შიში _ ჯერ ახლა, ცხვირზედაც თუ არ გაქვს აფარებული პირბადე, ისეთი ზიზღითა და მბრძანებლური ტონით მოგცემს ვიღაც ხეპრე შენიშვნას, რომ ცოტაც და, ხელით შეგეხება. ასეთ ხალხს ისე გადაუბრუნეს ტვინი, რომ გამყრელიძის გარდა მათ არავის აღარ სჯერათ. როგორ გადაუბრუნეს?

ეს არც ისე ძნელია ხელისუფლებისთვის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, იმდენი ტყუილი მიაწოდოს ხალხს და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის. ნათქვამია: “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”-ო, ანდა: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”-ო. ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ, თუ ამ “მოკლე ფეხების” და “ბოლოს” გამომზეურება, მასზე ლაპარაკიც კი პრაქტიკულად აკრძალული გაქვს, როგორ გინდა, აჯობო იმ ხალხს, იმ ძალას, რომლებმაც კარგად გაითავისეს გებელსის პროპაგანდისტული შეგონება და ცხოვრებაშიც წარმატებით ახორციელებენ: “ათასჯერ ნათქვამი სიცრუე სინამდვილედ იქცევა”. ამ ძალამ ისიც კარგად იცის, რომ, თუკი არსებობს მეორე ძალა, რომელიც მას ტყუილებში გამოიჭერს და გააშიშვლებს, სიცრუის მხოლოდ მექანიკური განმეორება ვერ უშველის, მიზანს ვერ მიაღწევს, იცის, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ამ “გამშიფრავი” მეორე ძალის განეიტრალება – ფიზიკური განადგურება თუ არა, მისი დისკრედიტაცია, მისთვის სახელის გატეხვა ცილისწამების გზით. ამიტომაც არის, რომ კოვიდვაქცინაციის  მოწინააღმდეგეებს ისე წარმოაჩენენ,  თითქოს ისინი ნებისმიერი ვაქცინაციის  წინააღმდეგნი იყვნენ და, მაშასადამე,  ბნელები და ჩამორჩენილები.  იმ სიმართლეს კი აღარ ამბობენ,  რომ ანტივაქსერები კანონის,  ნიურნბერგის კონვენციის  (“არ შეიძლება ადამიანებზე  ექსპერიმენტების ჩატარება”) და  სამედიცინო ეთიკის უმთავრესი  პრინციპის _ PRIMUM NON NOCERE _ “უპირველესად, არ ავნო”-ს, დამცველებად გამოდიან.

ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ეცოდინება, რომ 2020 წლის აპრილის ბოლოს ამერიკის სასამართლო პროცესების ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა _ ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების მთავრობამ სასამართლო პროცესი წააგო გახმაურებული დოკუმენტური ფილმის (Vaxxed-ვაქცინირებულები, რეჟისორი _ დოქტორი ენდრიუ უეიკფილდი) პროდუსერ დელ ბიგტრის მიერ 2016 წელს დაფუძნებულ კომპანია ICAN (Informed Consent Action Network)-თან. კომპანიის ადვოკატი იყო რობერტ კენედი–უმცროსი (მოკლული პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმის, ასევე მოკლული სენატორ რობერტ კენედის შვილი) _ იურისტი, მწერალი და ეკოაქტივისტი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ვაქცინების უსაფრთხოების მიზნობრივი ჯგუფის თავმჯდომარედ დანიშნა ინაუგურაციიდან მეხუთე დღეს, 2017 წლის 25 იანვარს. მოხდა ყოვლად დაუჯერებელი რამ: ამერიკის მთავრობამ ერთი დოკუმენტიც ვერ წარმოადგინა, რომლითაც დადასტურდებოდა, ბოლო 32 წლის განმავლობაში (დაწყებული 1986 წლიდან, როცა კონგრესმა ვაქცინების მწარმოებელი ტრანსნაციონალური ფარმკომპანიები ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა) გამოშვებული ვაქცინებიდან თუნდაც ერთმა მაინც რომ გაიარა ხარისხზე შემოწმება. არადა, ადამიანის ჯანმრთელობის დეპარტამენტი (DHHS) იმავე 1986 წლის აქტით (ვაქცინაციის შედეგად უამრავი ბავშვის დაღუპვისა და დაინვალიდების გამო მიღებული) ვალდებული იყო, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კონგრესისთვის წარედგინა ანგარიში იმ ზომებზე, რომლებიც გატარდებოდა ვაქცინების ხარისხის გასაუმჯობესებლად. გაუმჯობესებას ვინ დაეძებს, 32 წლის განმავლობაში, თურმე, არც ერთი ვაქცინის ხარისხი არ შემოწმებულა. 
Geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან