“Mister Photo Model Georgia 2021-ის გამარჯვებული 44 წლის ნიკა სილაგაძე გახდა, მას გარდამავალი ტიტული გადასცა ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა იურა მეჩითოვმა, ეს ისტორიული და დაუვიწყარი კადრია ამ კონკურსის ყველა მონაწილისა და ორგანიზატორებისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.” ჩვენ მედია სააგენტოს განუცხადა კონკურსის მთავარმა ორგანიზატორმა-გიორგი მასხულიამ, რომელმაც მედია მხარდაჭერისთვის, პატივისცემის ნიშნად TVM NEWS-იც დააჯილდოვა საპატიო დიპლომით, რისთვისაც ვუხდით მადლობას.