არა მოხუცების მოტყუებით აცრას…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრისთვის ექიმი და ექთანი დამატებით თანხას იღებენ. გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა:
“ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა ითვალისწინებს – მათ ჩაატარონ კონსულტაცია და აუხსნას დეტალურად 60 წელს ზემოთ მოქალაქეს ვაქცინაციის სიკეთეების და გვერდითი მხარეების შესახებ. ამისთვის განსაზღვრულია 20 ლარი, საიდანაც 80 პროცენტი უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას და 20 პროცენტი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50 პროცენტს – პირველი აცრის შემდეგ; მეორე აცრის შემდეგ მიიღებს მეორე 50 პროცენტს – ეს არის შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სქემა”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას ნათქვამის მიხედვით, ყოველი 20 ლარიდან 4 ლარი კლინიკას რჩება, დანარჩენი 16 ლარი კი ორად იყოფა ორი აცრისთვის (8-8 ლარი). პირველი 8 ლარი ორად გაიყოფა ექიმსა და ექთანზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარწმუნებენ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, რომ აიცრას და ვაქცინას გაიკეთებს. ასე მოხდება მეორე აცრის გაკეთების დროსაც. გამოდის, რომ თითო აცრაში ექიმი და ექთანი 4-4 ლარს მიიღებენ.

5 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა; სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34,9%; სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29,3%; 4 ოქტომბერს აიცრა 8106 ად