მალე აპოკალიფსი დაიწყება, რომელიც 100 მილიონ ადამიანზე მეტს შეიწირავს.

ამერიკის მთავრობა გლობალური კატასტროფისთვის მასშტაბურ სამხედრო ბუნკერს ამზადებს. ამერიკელმა ჟურნალისტებმა საიდუმლო მიწისქვეშა დაწესებულების ამსახველი კადრები გადაიღეს, სადაც ვაშინგტონი მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების უზარმაზარ მარაგს ქმნის, რადგან მალე აპოკალიფსი დაიწყება, რომელიც 100 მილიონ ადამიანზე მეტს შეიწირავს. აღნიშნული ბუნკერი კოლორადოს შტატის მთებში, ქალაქ კოლორადო სპრინგსიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ავტორების მტკიცებით, ნაჩვენებია “საიდუმლო ბუნკერის” ექსკლუზიური კადრებიც, რომლებიც ღამითაა გადაღებული და გვირაბში სატვირთო მანქანების შესვლას ასახავს. გვირაბის თავზე ჩანს აბრა, რომელზეც იკითხება “North entrance” (“ჩრდილოეთ შესასვლელი”). როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კოლორადოს მთებში მდებარე ბუნკერი ერთ-ერთია იმ მრავალი მიწისქვეშა თავშესაფრიდან, რომელსაც ამერიკის მთავრობა აპოკალიფსისთვის ამზადებს.