არჩევნები დასრულდა და პური მაშინვე გაძვირდა. ხელისუფლებამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა. 

არჩევნები დასრულდა და პური მაშინვე გაძვირდა. მთავარი მოხმარების პროდუქციის ღირებულებამ უკვე 10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზი მსოფლიოში არსებული მარცვლეულის კრიზისია, ამიტომ პურზე ფასის შენარჩუნება გარდაუვალი აღმოჩნდა. უცნობია რას მოიმოქმედებს მთავრობა და მომავალში კიდევ გაიზრდება თუ არა ფასი.

ყველაფრის მიზეზი გლობალურ ბაზარზე დაწყებული ტენდენციაა, სადაც ხორბლის ღირებულება მუდმივად მატულობს. შექმნილ სიტუაციაში, იმისთვის, რომ ქვეყნაში პურზე ფასი მეტად აღარ გაიზარდოს არსებობს რამდენიმე გამოსავალი: 1) სუბსიდირების კომპონენტის ისევ ამოქმედება; 2) ხორბალზე დაწესებული გადასახადების გაუქმება; 3) ფქვილზე კვოტირების მოხსნა, ანუ ქვეყანაში ფქვილის იმპორტის მასშტაბის გაზრდა.

არჩევნების წინ მთავრობაში აცხადებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერეოდნენ კიდეც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა. 

კომენტარები ფეისბუქიდან