ყოველთვის მხარს ვუჭერდი საპატრიარქოს მაგრამ კოვიდტერორზე დუმილი ეს უკვე დანაშაულია! – ტომარაძე.

ბავშვებს გაკვეთილზე პირბადის ტარებას ავალდებულებენ, აუცრელ სტუდენტებს აუდიტორიებში არ უშვებენ! – ზვიად ტომარაძე.

– “ყოველთვის მხარს ვუჭერდი საპატრიარქოს მაგრამ კოვიდტერორზე დუმილი ეს უკვე დანაშაულია!

გახსოვთ რამდენიმე დღის წინ, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ზე განაცხადა, რომ მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში. ცერცვაძეს ეს არ დასიზმრებია, სავარაუდოდ, კანონპროექტი არჩევნების დამთავრებამდე გააჩერეს…
ბავშვებს გაკვეთილზე პირბადის ტარებას ავალდებულებენ, აუცრელ სტუდენტებს აუდიტორიებში არ უშვებენ, სამსახურები აუცრელი დასაქმებულების დისკრიმინაციას ახდენენ, დღეს გამყრელიძემ განაცხადა, რომ 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციას იწყებენ …

როგორც ვხედავთ, სინოდის განჩინებასაც და პატრიარქის წერილსაც ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ თავზე გვახევენ!
ჰოდა, ვირ-უსოლოგებმა და ხელ-ისუფლებამ კიდევ რა მავნებლობა უნდა ჩაიდინონ, რომ საპატრიარქომ არსებულ კოვიდტერორზე განცხადება გააკეთოს? თითზე ჩამოსათვლელი იერარქების გარდა, ხმას არავინ არ იღებს, მათ შორის არც მოსაყდრე მეუფე შიო …

როდესაც მგელი ფარას ცხვრებს სტაცებს და მხოლოდ გაკრული აბრა: “მგელო შეჩერდი”, არ შველის, მწყემსი ვალდებულია ნებისმიერი იარაღით დაიცვას თავისი ფარა!

ბევრს არ მოეწონება ეს განცხადება, მაგრამ მე ორი ავტორიტეტი მყავს მხოლოდ, უფალი და სიმართლე!″.

– წერს ზვიად ტომარაძე

წყარო: tvalsazrisi.ge