ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭი, რადგან აზარტული თამაშები არის ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს მომიჯნავე სექტორები, რომელსაც განვითარებაში დაეხმარება.

,,არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი ზრდა. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს“ – ამის შესახებ, ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ აზარტული თამაშების სექტორის ზრდის შეფასებისას განაცხადა.

2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია.

კუკულაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭი, რადგან აზარტული თამაშები არის ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს მომიჯნავე სექტორები, რომელსაც განვითარებაში დაეხმარება.

,,ახლა ვართ რეალობაში, როცა ეკონომიკაში თუ რამე ფული ტრიალებს, მას გაიწოვს სათამაშო ბიზნესი სრულად. ეს გასაკვირი არ არის, როცა ისეა მიშვებული ეს სექტორი როგორც ჩვენთანაა. ეს არის ძალიან სპეციფიური სექტორი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება მისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური გავლენების გამო. ჩვენთან საერთოდ მიშვებულია.

ახლაც კი, როცა რეალური/მიწის კაზინოები დახურულია, მოგება ისევ დიდი მასშტაბით იზრდება, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა. ყველა მოწყობილობაში, მობილურიდან-კომპიუტერამდე მინი კაზინოებია ჩართული. ეს სექტორი არ საჭიროებს რეგულაციების დაცვას რომ ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი ზრდა. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკის განვითარების ყველა დიდი მუხრუჭი სათამაშო ბიზნესია. გამომდინარე ერთი, მარტივი ჭეშმარიტებიდან – ზრდა რომელიც ამ სექტორს აქვს, სხვა სექტორებიდან არის მიღებული, რომელიც რაღაცას ქმნის. სათამაშო ბიზნესი კი არ ქმნის არაფერს, ამ რეალობაში არც სამუშაო ადგილებს, რადგან თამაშები ონლაინაა. ამასთან, ეს არის ერთადერთი სექტორი, რომელიც არცერთ მომიჯნავე დარგს არ აფინანსებს. არც კი ჰყავს ასეთი დარგები. ამიტომ მე გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ამ პირობებში რა პირობებითაც დღეს აზარტული თამაშების ბიზნესი ფუნქციონირებს, იქნება ასე ან ამაზე უარესად“- განაცხადა ზურა კუკულაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, სათამაშო ბიზნესი პანდემიის დაწყებიდან სრულად ონლაინ სექტორშია გადანაცვლებული და შეზღუდვების მოხსნის არც ერთ ეტაპზე არ გახსნილა.

https://www.bpn.ge/

კომენტარები ფეისბუქიდან