ღარიბაშვილი გამყრელიძეს უპირისპირდება და ამბობს რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებენ.

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებისა და ვაქცინაციის ტემპის შენელების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს უცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.
მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება.