ექიმების დაუდევრობა კორონას ბრალდება.

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის საავადმყოფოში გამომძიებელთან ერთად შევიდა.

„გამომძიებელმა მოითხოვა ადგილის დათვალიერება, ეს არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც გამომძიებელი ჩაატარებს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას ვესწრები.

მე პირადად მაინტერესებს ის აპარატურა, რომელზეც გარდაცვლილი შეერთებული იყო და ასევე ხომ არ იკვეთება ექიმების დაუდევრობა და გულგრილობა, ამის გასარკვევად ვართ მოსულები. ამ საავადმყოფოდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე ექიმების გულგრილობა და დაუდევრობა იკვეთება.”, – განაცხადა ელგუჯა ჩხაიძემ.