გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის ცნობილი, ეპიტაჟური და წარმატებული ქალბატონი: ნონა ფილაური– ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

გაეცანით ქალბატონო ნონა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-ვფიქრობ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე მიცნობს ჩემი საკმაოდ მწვავე და რადიკალური განცხადებებით. წლებია ვმუშაობ ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში და არც პოლიტიკური აქტივობაა ჩემთვის უცხო.

ქალბატონო ნონა, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-ყოველთვის მივესალმები ახალ და საინტერესო წამოწყებებს, ამ პროექტში ჩემი მონაწილეობის მიზანია სტიმული მივცე საზოგადოების იმ ნაწილს , რომელსაც მიაჩნია რომ წარმატების მისაღწევად  მხოლოდ მონდომება და შრომა არ კმარა და  ამის გამო არ აძლევენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭს გასაქანს.

როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..

-ზოგადად ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა თანაბრად რთულია ორივე სქესისათვის, თუ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ნამდვილ წარმატებაზე და არა  ისეთ’’ წამატებაზე’’ ახლა რომ ვხედავთ ხშირად. წარმატების მიღწევა და შემდეგ მისი შენარჩუნება მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას, თავდადებას და მუდმივ განვითარებას  ,რათა უპასუხო ახალ გამოწვევებს. 

ქალბატონო ნონა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..

-რესტორან ლაზიკას ვუსურვებ განვითრებას, უფრო მეტი საინტერესო ღონისძიებების მასპინძლობას და ბევრ ერთგულ მომხმარებელს.

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-დამწყებ საქმიან ქალბატონებს პირველ რიგში ვეტყვი რომ გქონდეს და მართო საკუთარი კერძო ბიზნესი  არ არის მარტივი , ვუსურვებ  მათ  არ დათმონ წარმატების  მიღწევის სურვილი არცერთ შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ნონა ფილაური გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ნონას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ნონა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური, ელეგანტური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.