სამეურნეო და სამშენებლო იარაღების შემომტანი კომპანია: „ბრანდ თულსი“ ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, დეკემბრის ბოლოს. (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ბრენდ პერსონა 2021“ ჯილდოვდება: კომპანია „ბრანდ თულსი“ და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი მირიან მაკარიძე. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მათ ამ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივი, მაღალი სანდოობით გამორჩეულ ორგანიზაციას და მის დამფუძნებლებს: მირიანს და ზურას და თამუნას, დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს!

გთავაზობთ ბატონ მირიანთან ვრცელ ინტერვიუს.

მირიან მაკარიძე (დამფუძნებელი)

“უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საკმაოდ პრესტიჟული ტიტულის მონიჭებისთვის. ახლა რაც შეეხება ჩვენ კომპანიას „ბრანდ თულსს“, ახლახანს გამოვჩნდით ასპარეზზე. მიუხედავად მცირე დროისა, უკვე მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს და ძალიან გვიხარია, რომ შევძელით მათი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი მომხმარებლების გულის მოგება და ნდობის მოპოვება, რაც დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ რთული პროცესია.
იმას, თუ როგორ შევძელით ეს ყველაფერი მოგვეტანა ჩვენს მომხმარებლამდე გეტყვით, რომ დამსახურებაა, იმ საერთო მიზნის, რომელიც დავისახეთ და მის განსახორციელებლად უამრავი შრომა და ენერგია ჩავდეთ. მთავარია ადამინს ჰქონდეს კეთილი მიზნები, რომლებიც ემსახურება უამრავი ადამიანის გაბედნიერებას. ჩვენ ეს შევძელით და ამას სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენი პროდუქცია ნამდვილად არის ორიგინალი მსოფლიო ბრენდების და უმაღლესი ხარისხის, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და რაც მთავარია ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმალურ ფასებს და ამით ვაბედნიერებთ ჩვენ ერთგულ მომხმარებლებს.
ახლა, რაც შეეხება ქართულ ბაზარს, დიდი სურვილი გვაქვს საქართველოში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ხალხს ჰქონდეს ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანი, საუკეთესო ფასებში და ჩვენ ამას აბსოლუტურად ვაკმაყოფილებთ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენი კომპანია „ბრანდ თულსი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხს, საუკეთესო მიზერულ ფასად. ასევე  გამოვირჩევით მიწოდების სერვისის სანდოობითა და სისწრაფით. ვითვალისწინებთ რა საქართველოში არსებულ ეკონომიურ მდგომარეობას, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის.

ჩვენ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში, მირიან მეფის #7 მომხმარებლებს შეუძლიათ მისაღებ ფასებში შეიძინონ მათთვის საჭირო ყველა ნივთი, მათ შორის დიასახლისებს ვთავაზობთ, უნიკალური სამზარეულოს დანების, სეკატორების და სხვა ბასრი საგნების ფართო ასორტიმენტს, ასევე სამეურნეო იარაღებს, უმაღლესი ხარისხის მქონე ონკანები, წებოები და სხვ. და საახალწლოდ შემოგთავაზებთ უამრავ საინტერესო და სასიხარულო ფასდაკლების აქციებს. კონკურენციაზე, რაც შემეკითხეთ უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენი სახელით სხვა კომპანიებიც სარგებლობენ უკვე, რათქმაუნდა ჩვენს უკითხავად, ასე რომ ამ მოკლე დროში ქართულ ბაზარზე თავსაც ვიმკვიდრებთ და “პლაგიატებსაც”, ეს ისე ხუმრობით, ჩვენ მიმბაძველებს ვეტყოდი, რომ მთავარი სახელის დარქმევა, ან სხვისი სახელის გამოყენება არაა, მთავარია მომხმარებლების ინტერესის დაკმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის და სტანდარტების მქონე პროდუქციის შეთავაზება. აი ესაა ჩვენი კომპანიის დევიზიც და მომხმარებლების სანდოობის გარანტიც”.

თამარ კიწმარიშვილი

(კომპანიის დირექტორი)

“პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ინტერესი გამოიჩინეთ ჩვენი კომპანიის მიმართ და ამ ჯილდოს მიღების ღირსად ჩაგვთვალეთ. ერთმა საერთო საქმემ ჩვენ სამი ადამიანი ერთ გუნდად შეგვკრა და თითოეულის მიზანი გააერთიანა. კომპანიის ჩამოყალიბებისთვის თავდაუზოგავად ვშრომობთ და დიდი ენთუზიაზმით მივიწევთ წინ. მოკლე დროში შევძელით მომხმარებლის გულის მოგება და ვამაყობთ, რომ მომხმარებელმაც ისევე შეიყვარა ჩვენი პროდუქცია, როგორც ჩვენ სამნი. ჩემი სურვილია ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს ჩვენი პროდუქციის შეძენა, რადგან იგი ნამდვილად გამოირჩევა ხარისხითა და ორიგინალობით. სანდოობის გაზრდა და მომხმარებლის მიმართ გულწრფელობა ჩვენი კომპანიის დევიზია, იმედი მაქვს ამას ჩვენი მომხმარებელიც გრძნობს. როგორც უკვე იცით ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი ზურა ამჟამად იმყოფება ევროპაში, სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენ ერთგულ მომხმარებლებს პირობა შევუსრულოთ და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქცია და სერვისი შევთავაზოთ ახლო მომავალში. სასიამოვნო გარემოს და გულთბილ მიღებას არ მოვაკლებთ, არცერთ ჩვენთან მოსულ ადამიანს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ მის ინტერესს.”

ზურაბ ერგემლიძე

(დამფუძნებელი)

“მართლაც სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ რთული გზის გავლის მიუხედავად ჩვენ ერთობლივად შევძელით და დავაარსეთ კომპანია, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების ოცნებების ასრულების მიზანს ემსახურება. მრავალ ევროპულ ქვეყანაში მიმოგზაურია და სწორედ ამიტომაც სურვილი გამიჩნდა, რომ ჩვენ პატარა ლამაზ ქვეყანაშიც შემოგვეტანა უმაღლესი ხარისხისა და სანდოობით გამორჩეული ევროპული პროდუქცია, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ხელოსნებს ხარისხიანად, სწრაფად და სიამოვნებით ააშენონ შენობა-ნაგებობები და არ შეეშინდეთ, რომ მასალა უღალატებთ. ჩვენ დიასახლისებს ვთავაზობთ იმას, რომ სიამოვნებით იტრიალონ ჩვენი ევრო-დონის სამზარეულოს დანებით თავიანთ სამზარეულოებში და ოჯახის წევრებს მოუმზადონ სხვადასხვა სირთულის კერძები, ხორცეული, თევზეული, სალათები, რაშიც ჩვენი ბასრი დანები და სეკატორები დაეხმარებათ. ჩვენი მებაღეები და მევენახეები ხარისხიანი სეკატორებით ხალისით შევლენ თავიანთ ბაღებსა და ვენახებში და გულთბილად გაგვიხსენებენ. ასე რომ ჩვენი მაღაზიის ნებისმიერი მომხმარებელი თავისთვის საჭირო ნებისმიერ ნივთს იპოვის ჩვენ მაღაზიაში და კმაყოფილი დარჩება ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ ჩემი აზრით, რით განსხვავდება ქართველი და ევროპელი მომხმარებელი, ანუ რას ანიჭებენ უპირატესობას, ქართველები და ევროპელები, მოკლედ გიპასუხებთ, რომ ევროპელი მომხმარებელი თანხებს ზოგავს მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენით, რაც დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ გონივრულია და მაღალ კულტურაზეც მეტყველებს, ისინი იყიდიან ერთხელ, ძვირიანს და ხარისხიანს, რითიც ზოგავენ დროსაც და ფინანსებსაც. რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, სამწუხაროდ ამ ჭეშმარიტებას ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ხელმომჭირნე, იხდის ორჯერ და უფრო მეტს და ამიტომაც უმეტესი ნაწილი ყიდულობს უხარისხო, იაფფასიან საქონელს და რჩება მოტყუებული და გაწბილებული საკუთარი არჩევანით. ამიტომ მე ვურჩევდი, რომ ასეთ საკითხებში მიბაძონ გამოცდილ ევროპელებს. თქვენს მედია სააგენტოს ვუსურვებ წარმატებას და მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით და დაგვაჯილდოვეთ.”

კომენტარები ფეისბუქიდან