ტვინნაღრძობია ყველა ვინც ნაცების დაბრუნების შიშით ქოცებს მისცა ხმა…

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერების მიღება ამ წელს ვერ მოხეხდება პენსიონერები ამ დაპირებით სავარუდოდ მომავალი წლიდან ისარგებლებენ თუმცა გაურკვეველია ზუსტად როდის ამოქმედება ერთჯერადი დახმარება.

საქმე ეხება კახა კალაძის მიერ არჩევნებამდე დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი
პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. მან განმარტა, რომ ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.