სამოდელო სააგენტო “კატრინმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა, Golden Star Kids -2021 International festival!

,,კატრინი,, წარმატების გარანტია!
ოქტომბრის თვეში თურქეთში გაიმართა საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი ,,Golden Star Kids,, – 2021
სადაც 15 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას .
განხორციელდა შემდეგი ტურები და აქტივობები:
მეგობრობის საღამო, სადაც კონკურსანტებმა თავიანთი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, ნაციონალური სამოსი… გააცნო საზოგადოებას.
Fashion Show – ყველა კონკურსანტი თავიანთი ქვეყნის დიზაინერის სამოსით წარსდგა მაყურელის წინაშე.
ქართველმა მონაწილეებმა აღაფრთოვანეს მაყურებელი უნიჭიერესი დიზაინერის ,,ფატუნას,, სამოსით.


ინტერვიუ ჟიურისთან
ნაციონალური სამოსის ტური
ტალანტ შოუ – ქართველმა მოდელებმა თავიანთ დირექტორთან ერთად ცეკვა ,,აჭარული,, შეასრულეს და ამ ნომრით ფინალშიც გადავიდნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვასახელეთ საქართველო – განაცხადა ამაზე კონკურსის ეროვნულმა დირექტორმა, საერთაშოროსო ჟიურის თავჯდომარემ – ეკატერინე მგალობლიშვილმა.


გთავაზობთ გამარჯვებული კონკურსანტების ნომინაციებს:
ლუსი ოქროპირიძე- Grand Prix Supreme -2021
სალომე ხერგიანი – Best Model Eurasia – Grand Prix -2021
ნანუკა წიკლაური – Fashion Model World – Grand Prix -2021
ვერონიკა კვიტაშვილი – Winner – Grand Prix -2021


ფესტივალის სპეციალური სტუმრებიც არ დარჩენილან საუკეთესო ნომინაციების გარეშე

ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილი – Top Model of the World- Grand Prix -2021
ნიკოლოზ ბერძენიშვილი – Best Talent of the World – 2021

ეკატერინე მგალობლიშვილი დაჯილდოვდა ნიჭიერი ბავშვების პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში – სამოდელო სააგენტო ,,კატრინი,,

 

 

კომენტარები ფეისბუქიდან