ძალიან გასაკვირია მანჯავიძის გამოსვლა სააკაშვილის დასაცავად.

ყველამ თავი გაიგიჟა სააკაშვილის შიმშილობაზე. არამარტო ნაციონალებმა, არამედ ვინც მიშას რეჟიმს გმობდა. ძალიან გასაკვირია მანჯავიძის გამოსვლა სააკაშვილის დასაცავად. შეიძლება ადამიანი გეცოდებოდეს მაგრამ მიშა ჩემი პრეზიდენტიაო და ლამის მიშა მაგარიაო იძახა. დაგავიწყდათ რამდენი ადამიანი შიმშილობდა მაგათ დროს? ვინმე უცხადებდა მათ სოლიდარობას? რატომ ის ადამიანები ასე არ გეცოდებოდათ როგორც მიშა გეცოდებათ? როგორც ადამიანი ცოდოა, მაგრამ მის დროს რომ ცოცხებს უკეთებდნენ ციხეებში ისინი რატო არ გეცოდებოდათ?! რაც მიშას შიმშილს შეეხება ეს არის თვითმკვლელობა.