კოვიდით გარდაიცვალა. ორჯერ აცრილი.

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვერ ვიჯერებ, რომ მაია მშვილდაძე აღარ გვყავს. არ შემიძლია. არ არსებობს ჩემთვის ასეთი რეალობა, მაია დეიდას გარეშე. ვერ ვხვდები ან მის ოჯახს რა უნდა ვუთხრა, ან ჩემს თავს, ან დედაჩემს. მაიას სიცილის და ხასიათის გარეშე რანაირად უნდა გაგრძელდეს ცხოვრება? ვინც მაიას იცნობდა, ზუსტად მიხვდება რას ვწერ.
ბოლოს კლინიკიდან სმს მომწერა, ლაპარაკი არ შემიძლიაო.
თავს ვერ ვპატიობ, რომ ეს მესიჯი წამეშალა. კოვიდით გარდაიცვალა. ორჯერ აცრილი.“