ბორდელში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ერთ-ერთ ბორდელში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

ბორდელი Fun Palast-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელსა და კლიენტთა რაოდენობას გაზრდის, რომელიც პანდემიის გამო შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ის პირები, ვინც ვაქცინას გაიკეთებენ, ადმინისტრაციისგან ბორდელის მომსახურებით სარგებლობის უფასო ვაუჩერს მიიღებენ: კერძოდ, ბორდელში მომუშავე ერთ-ერთ გოგონასთან უფასო 30-წუთიანი პაემანი.

ბორდელი ვაქცინაციისთვის მხოლოდ ორშაბათობით იქნება ღია (4 საათის განმავლობაში). აღნიშნული კამპანია ნოემბრის განმავლობაში იმოქმედებს.

8 ნოემბერს, ავსტრიაში, არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები ამოქმედდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ავსტრიაში, არავაქცინირებულ პირებს კაფეებში, რესტორნებსა და საპარიკმახეროებში შესვლა ეკრძალებათ.

ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64% კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია.