საპროექტო ლიდერი ჯგუფი: „პროგრეს“-ის დირექტორი: ჯონი გიგინეიშვილი, ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად თბილისში, დეკემბრის ბოლოს. (რათქმაუნდა პანდემიის რეგულაციის გათვალისწინებით, ასევე დედაქალაქამდე, დაგეგმილი გვაქვს ქალაქი ზუგდიდი), ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ბრენდ-ექსპერტ პერსონა 2021“ ჯილდოვდება: საპროექტო ლიდერი ჯგუფი „პროგრესი“ და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, მშენებელ-კონსტრუქტორი: ბატონი ჯონი გიგინეიშვილი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მათ ამ მორიგ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ამ არაჩვეულებრივი, მაღალი სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ, ლიდერ ორგანიზაციას და მის ფუძემდებელ, ჯონი გიგინეიშვილს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ადამიანურობით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ ჯონის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პრესტიჟული ჯილდო და სერთიფიკატი აქვს მიღებული, ამიტომაც ჩვენი პროექტისთვის მისი დაჯილდოვება ბიზნეს პერსონას ტიტულით ასევე დიდი პატივია. ბატონი ჯონი გიგინეიშვილი ყველაფერთან ერთად არის მრავალი გამოგონების, პატენტის ავტორი. აგრეთვე გამოცემული აქვს არქიტექტურული ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სამ ენაზე.

გთავაზობთ ბატონ ჯონისთან ვრცელ ვიდეო-ინტერვიუს.

ჯონი გიგინეიშვილი (დამფუძნებელი)