რა ხდება ამ წუთებში ღარიბაშვილის სახლთან? – დაკავებულია 4 ადამიანი.

პოლიციამ აქციის 4 მონაწილე, რომელიც რომელიც ღარიბაშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, დააკავა.

მოქალაქეები მთავრობის მეთაურის საცხოვრებელთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

პოლიციამ თავდაპირველად აქტივისტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლას სთხოვა. აქციის მონაწილეები დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, თუმცა ამის მიუხედავად, დაკავებები დაიწყეს ისე, რომ სამართალდამცველებმა განმარტება არ გააკეთეს.
alia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან