მწვანე პასპორტების ამოქმედების გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესში გარკვეული პროტესტი წარმოშვა.

მწვანე პასპორტების ამოქმედების გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესში გარკვეული პროტესტი წარმოშვა. ობიექტების ნაწილი უკვე ღიად აცხადებს, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილება. უკმაყოფილონი არიან „მწვანე ბარათების“ მომხრეებიც, რადგან ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდებათ დაბალი ვაქცინაციის გამო. მოკლედ, ბიზნესი დიდ გასაჭირშია. მთავრობის გადაწყვეტილება და რეგულაციები იმ ფორმით, როგორითაც ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წარმოუდგენია, სექტორის წარმომადგენლებს აშკარად არ მოსწონთ.