„ქართული ოცნება“ დაკავებული იყო ამერიკელების და ევროპელების დავალებების შესრულებით. დასავლური ორგანიზაციებიდან და ეგრედწოდებული დიპლომატიური კორპუსიდან წამოსული დირექტივების საფუძველზე მოხდა დამნაშავეების შეწყალება “” სააკაშვილ – ბოკერიას “”

9 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ დაკავებული იყო ამერიკელების და ევროპელების დავალებების შესრულებით.
დასავლური ორგანიზაციებიდან და ეგრედწოდებული დიპლომატიური კორპუსიდან წამოსული დირექტივების საფუძველზე მოხდა დამნაშავეების შეწყალება “” სააკაშვილ – ბოკერიას “” დანაშაულებების პროკურატურის თაროებზე შემოდება და რეჟიმისი იდეოლოგების არ დასჯა!
ასევე ქართულმა ოცნებამ ამავე დირექტივების საფუძველზე,
მაქსიმალურად შეუწყო ხელი დამნაშავეების ქვეყნიდან გაქცევას, ნაწილის გამართლებასაც კი.
9 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ ცდილობდა ამ კოალიციის შექმნას, მაგრამ მიშას გარეშე! ამერიკელებთან ერთად! ამის გამო შეიქმნა ბოკერიას პარტია, ამის გამო, წლების მანძილზე წინა პლანზე წევდნენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორიც მაგალითად დავით ბაქრაძეა, ამის გამო შეეცადნენ ახალი ლიდერების შექმნას.
ყველა, ვინც კოჰაბიტაციის მოწინააღმდეგე იყო, განიდევნა „ქართული ოცნებიდან“! ისინი ჩაანაცვლეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოზრდილი სახეებით, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდეს შერჩევითი სამართლის დონე ქვეყნაში და საბოლოოდ დატოვეს დაუსჯელი, რეჟიმის ჯალათები და იდეოლოგები.

ყველა, ვინც ამ ერის მოღალატეობრივი გეგმის წინააღმდეგი იყო, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსი მას სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადეს და ერთობლივად დაიწყეს თავდასხმები ირმა ინაშვილი – ზე და პატრიოტთა ალიანსზე!
ეს ორივე ძალა როგორც კი გრძნობს საფრთხეს არსებული დღისწესრიგის შეცვლის იწყებს ერთობლივ მოქმედებებს საერთო მტრის წინააღმდეგ.