კოვიდჰაბიტაცია გრძელდება: თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან დარჩენილი შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, ეს ეხება რესტორნებს, კინოთეატრებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არიან აცრილები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან – სპეციალისტების შეფასებით, ეს „მწვანე პასპორტების” მექანიზმის ამოქმედების საპირწონედ გაკეთდა და თუ „მწვანე დოკუმენტში” გაწერილი წესები ზედმიწევნით აღსრულდება, დადებითი ეფექტი ექნება, თუმცაღა, ამავე დროს გარკვეულ რისკებსაც ხედავენ.

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, ასევე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პსრ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ასევე, 1-ლი დეკემბრიდანვე „მწვანე პასპორტების” მექანიზმი ძალაში შედის, მოქალქეებს აღნიშნუილი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე. „მწვანე პასპორტის” მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება.

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის „მწვანე სტატუსი” და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. „მწვანე სტატუსი” ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

„ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას „მწვანე სტატუსი” ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან