გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და წარმატებული  ემიგრანტი ქალბატონი: შორენა იმნაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

გაეცანით შორენა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-თავდაპირველად მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, ვეწევი ქველმოქმედებას და ვმღერი. ამჟამინდელი ჩემი საქმიანობა ბავშვობის ოცნება იყო და ყველა პროფესიაზე მეტად მიყვარს. 

-შორენა, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-მივესალმები ამგვარ პროექტებს და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო ჩემი საყვარელი საქმიანობა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი უფრო წარმატებულს გახდის ჩემს საქმიანობას. მინდა სტიმული მივცე სხვა დამწყებ საქმიან ქალბატონებს.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ბრძანდებით ქველმოქმედი ქალბატონი, თუ შეგიძლიათ გვიამბოთ ცოტა რამ ამის შესახებ…

-გეთანხმებით, ამჟამად ვმოღვაწეობ თურქეთში, სტამბულში სულთან ახმედზე მაქვს საკუთარი პატარა კაფე-რესტორანი („Joy“), სადაც უკვე ორი წელია ვანხორციელებ საქველმოქმედო ტიპი ღონისძიებებს. თურქეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების გვერში დგომით 20ზე მეტ ბავშვს დავეხმარეთ ღონისძიებიდან შემოსული შემოწირულობებით. მე თვითონ ვმღერი და საქართველოდანაც ვიწვევ ცნობილ და ყველასათვის ცნობილ მომღერლებს. ახლახანს, 7 სექტემბერს თბილისში მე და საღამოს ორგანიზატორმა: ჯიმი მაქაცარიამ რესტორან ერთ-ერთ რესტორანში გავმართეთ საქველმოქმედო კონცერტი ორი წლის სესილი ბოლქვაძის დასახმარებლად და შემოწირულობიდან შემოსული თანხები გადავეცით ბავშვის დედას, რომელიც კონცერტს ესწრებოდა. ამ საღამოსვე შედგა ჩემი ორი სიმღერის პრემიერაც, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უპირველესად ჯიმის გაწეული შრომისთვის და ყველა იმ მოწვეულ მომღერალს, თუ სტუმარს, რომელიც სრულიად უანგაროდ დაგვიდგა გვერდში. 

-როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?.. 

-ვთვლი, რომ თითოეული ადამიანის წარმატება, თუ წარუმატებლობა უფლის ნებაა. ჩემი აზრით სქესს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია იყვნენ მიზანდასახულები და შრომისმოყვარენი.

-შორენა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..

-პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძლობისთვის და შემდეგ უკვე ვუსურვებ ულევ წარმატებებს და მრავალ ერთგულ სტუმარს.

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის ქალბატონო შორენა და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-ვურჩევ პირველ რიგში აკეთონ სიკეთე, იყვენენ მიზანდასახულები და იბრძოლონ წარმატების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ შორენა იმნაძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ შორენას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი შორენა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.