ტიკარპრასტუტკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმოს წარმომადგენელთან, ჰანს კლუგესთან „ომიკრონისა“ და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ტიკარაძე ამბობს, საუბარი შეეხო სკოლების საკითხსაც. მინისტრი ამბობს, რომ კლუგესთან საუბრისას აღნიშნა ის, რომ სკოლები გახსნილი უნდა დარჩეს.

„მქონდა მნიშვნელოვანი ჩართვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიდერთან, ჰანს კლუგესთან. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში მათ ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი არის ვირუსის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება. ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, პირბადე და სოციალური დისტანცია, მნიშვნელოვანია, რომ სოლები დარჩეს ღია და მიეცეს მათ განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუშაობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.