საერთაშოროსო საბავშვო ფესტივალი და ქართველი კონკურსანტების მორიგი წარმატება!

საერთაშოროსო სამოდელო და ტალანტის საბავშვო ფესტივალი ,,Future Fashion Faces World – Kids ,, წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო ,,კატრინის,, დამფუძნებელთან ქალბატონ ეკატერინე მგალობლიშვილთან. ექსკლუზიური წარმომადგენელი და საერთაშორისო ჟიურის წევრი ქალბატონი ეკა, თავის კონკურსანტებთან ერთად ყოველთვის წარმატებით ბრუნდება საქართველოში.

2021 წელს გამართულ ფესტივალზე საქართველოს სახელით წარსდგნენ და შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვეს :

Future Fashion Faces World Kids – Gran Prix – ანდრია ჯაჯანიძე

Miss Eurasia – ნუცა გრიგალაშვილი

Winner – სალომე ხერგიანი

Winner – დემეტრე ჯაჯანიძე

( აგრეთვე დამატებითი ნომინაციებიც მიიღეს ქართველმა ბავშვებმა)

აგრეთვე მიწვეული გახლდათ 2015 წლის გამარჯვებული – ანასტასია ბაკურაძე, რომელიც ხსნიდა და ხურავდა თითოეულ გამოსვლას. ფინალზე შეასრულა სიმღერა ,,Happiness is Everything, not Everything is Happiness,, ( ტექსტისა და მუსიკის ავტორი ქეთი ორჯონიკიძე) რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანასტასია ბაკურაძე დაჯილდოვდა სპეციალური ნომინაციით ,,წლის საუკეთესო საერთაშორისო მოდელი,,

ფინალამდე რამდენიმე ტური და აქტივობა გაიარეს კონკურსანტებმა: მეგობრობის საღამო, ნაციონალური სამოსის ტური, Fashion Show , ტალანტის და როკენ- როლის ტური, ფოტოსესიები, სატელევიზიო გადაღებები, ექსკურსია და ბოლოს დაუვიწყარი ფინალი.

Fashion Show – გაიხსნა ქართული ბრენდი ,,ხათკოს,, სამოსით, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად უცხოელი მოდელები ღებულობდნენ მონაწილეობას. დიზაინერ ხათუნა კობახიძის შექმნილმა სამოსმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ბრენდი მიიწვიეს სხვადასხვა ქვეყანაში მოდის კვირეულებზე.

საბავშვო ბრენდი ,,ლუსი და ანასტასია კატრინისათვის,, არც ამ ფესტივალზე დარჩენილა უყურადღებოდ. კოლექცია ,,სამეფო კარის მეჯლისი – სტუმრად გრაფ დრაკულასთან ,, არამარტო ბავშვებმა არამედ ჟიურის რამდენიმე წევრმაც სიამოვნებით მოირგო.

სამოდელო სააგენტო ,,კატრინი,, განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში წარმოაჩენს ქართულ ნიჭს და სილამაზეს.
ჩვენი გუნდი წარმატებას უსურვებს მათ.